001

ყოველკვირეული თათბირი მერიაში

   ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში მერიის ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირი, თემურ ჩუბინიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მერის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ა.(ა)ი.პ.-ების დირექტორები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამსახურის უფროსებმა სფეროების მიხედვით სათითაოდ წარმოადგინეს გასული კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ზაზა ზოსიაშვილმა ისაუბრა. აღინიშნა, რომ საბავშვო N1 ბაგა-ბაღში რეაბილიტაციის შემდეგ არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ვალდებულებას კომპანია პირნათლად ახორციელებს, რაც სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. ასევე, ახლადაშენებულ N6 ბაგა-ბაღის შენობაშიც მიმდინარეობს მსგავსი ტიპის სამუშაოები. ობიექტი გაზიფიცირებულია, ხოლო წყალმომარაგების სისტემა რამდენიმე დღეში გაიმართება. სააღმზრდელო დაწესებულება ახალი ავეჯითაც აღიჭურვება და 17 სექტემბრისათვის ექსპლუატაციაში შევა. რაც შეეხება  გზების ბეტონისსაფარით მოწყობის საკითხს, თაბუკაშვილის ქუჩაზე დემონტაჟის პროცესი დაწყებულია. ამჟამად, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 90 მეტრიანი ბეტონის საყრდენი კედლის აღმართვა შახტთან, კერძო მესაკუთრეების გასწვრივ. შიდა ეზოების რეაბილიტაციაც აქტიურად ხორციელდება. 5 ეზოდან სამზე - ასფალტის, ხოლო ორზე ბეტონის საფარის დაგება მოხდება. რაც შეეხება სოფლის შიდა გზებს, კომპანია „მიმდემი“ გეგმის მიხედვით ახორციელებს სამუშაოებს.

  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით 27 ბენეფიციარისათვის სასკოლო ნივთები იქნა შეძენილი.  აღნიშნული აქტივობა ჩვენს მუნიციპალიტეტში დარეგისტირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა და 2006 წლიდან დღემდე შახტში გარდაცვლილ მეშახტეთა შვილებს (პირველიდან მეოთზე კლასის ჩათვლით) შეეხება.

  მუნიციპალიტეტში კულტურის დარგში მომუშავე სამსახურები დედა-ღვთისას მონასტერში განსახორციელებელ პროექტზე მუშაობენ, სადაც ოქტომბრისათვის სახალხო ზეიმის მოწყობა იგეგმება. გარდა ამასა, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით არაერთი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, როგორც თეატრში, ისე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში.

  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის დირექტორის ინფორმაციით აგვისტოში კრაზანების მიერ დაკბენის შემთხვევების უჩვეულოდ მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღნიშული მწერის ნაკბენიც საკმაოდ შხამიანია, ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე დროულად მიმართოს სამედიციო დაწესებულებას.

  მერის წარმომადგენელმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, აზიური ფაროსანას მომრავლების საკითხზე ისაუბრა. მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 180 ერთეული სპეციალური სატყუარაა (ხაფანგი) განთავსებული, რაც მავნებელის მიზიდვას იწვევს და შემდეგ შხამ-ქიმიკატების შესხურებით მათ განადგურებას ითვალისწინებს.

  თითოეული სამსახურის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის მერისაგან შესაბამისი დავალება და მითითება მიიღო.

ნათია მურუსიძე

002 003 004 005 006 007