ყველაზე დიდი ჯილდო _ ხალხის სიყვარულია

  ლილი ექიმო, გილოცავთ დაბადებიდან 90 წლის იუბილეს...
იშვიათია ადამიანი, რომელსაც თავისი პროფესიული მოღვაწეობით ისეთი დიდი სიყვარული და პატივისცემა დაეთესოს ხალხში, როგორიც _ თქვენ! ეს არც არის გასაკვირი, რადგან ტყიბულის მუნიციპალიტეტში არ მოიძებნება ოჯახი, რომელთა შვილებისათვის რაიმე სამედიცინო რჩევა ან დახმარება არ გაგეწიოთ დამსახურებულ პედიატრს! ვინ მოთვლის, ქალბატონო ლილი, რამდენ პატარას შეუნარჩუნეთ სიცოცხლე?!
მიუხედავად ასაკისა თქვენი ცოდნა და გამოცდილება დღესაც სჭირდება ჩვენი ქალაქის მედიცინას.
იყო კარგი მეუღლე, დედა, ბებია და იმავდროულად ასეთი პროფესიონალი, ეს რჩეულთა ხვედრია. იმ უამრავ ჯილდოთა და წოდებათა ჩამონათვალს შორის, რომლებიც მიღებული გაქვთ, ყველაზე დიდი და ღირებული _ ეს ხალხის სიყვარულია.
ლილი სანიკიძის თაოსნობით ტყიბულის პედიატრიული სამსახური მუდმივად იყო გამორჩეული არამარტო ქალაქში, არამედ _ მთელ რეგიონშიც. გვეამაყება და სამაგალითოა ჩვენთვის, რომ სხვადასხვა სამედიცინო კონფერენციებზე მრავალგზის აღუნიშნავთ და უთქვამთ მასზე _ `ეს არის ექიმი, რომელიც საუბრობს სამედიცინო ენაზე.”
დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გისურვებთ, ჩვენო საყვარელო, ლილი ექომო!

ს.ს. სამედიცინო კორპორაცია `,,ევექსის” თანამშრომლები

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.