35884116_1738906989534429_4090512447390089216_o

ღია კარის დღე მესამე ქვეით ბრიგადაში

  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით სამხედრო ნაწილში ,,ღია კარის დღე“ მოეწყო. რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მე–11, მე–12 კლასის მოსწავლეებმა ერთი დღე ქუთაისის მე–3 ქვეით ბრიგადაში გაატარეს. ბავშვებთან ერთად სამხედრო ბაზას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი, სტუმრობდა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, ე.წ. ყაზარმები დაეთვალიერებინათ და საკუთარი თვალით ენახათ ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები. მათ ასევე, ლაზარეთი და სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. ბავშვებმა მე–3 ქვეითი ბრიგადის სიმულაციის ოთახებში იარაღის სროლაშიც მოსინჯეს საკუთარი შესაძლებლობები. აღნიშნული ინიციატივა ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას და შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში წამსვლელთა რაოდენობის ზრდას ისახავს მიზნად.

  იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პროექტი, ,,ღია კარის დღე,“ სხვადასხვა სამხედრო ნაწილშიც გაგრძელდება და მოსწავლეები ადგილზე გაეცნობიან, როგორია ჯარისკაცის ერთი ჩვეულებრივი დღე. პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

  იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა, მოსწავლეებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა გმირების მომორიალი გვირგვინით შეამკო.