ჩვენს მუნიციპალიტეტში ტრადიციად დამკვიდრდა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ახალი წლის მოახლოებისას ორგანიზაცია-დაწესებულებებს სტუმრობენ და ღამის მორიგე ჯგუფებს დღესასწაულს ულოცავენ.
მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, 31 დეკემბერს 12 საათის დადგომამდე იმ ადამიანებს ეწვია, რომლებიც ახალი წლის ღამეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით შობა-ახალი წელი სადღესასწაულო ძღვენით მიულოცა.
მარი ბაბუხადია
1 კომენტარი “ღამის მორიგე ჯგუფებს მერმა ახალი წელი მიულოცა”
კომენტარები გამორთულია