eliso--4

„ქართული ოცნება“ დაპირებების შესრულებას აგრძელებს

საქართველოს პარლამენტის წევრის, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის ინიციატივით 2013 წელს აღდგა საწარმოო ტრავმამიღებული მეშახტეებისათვის ე.წ. რეგრესის პენსია. ამჟამად საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება; პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთლობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე", რომლის მიხედვითაც მარჩენალდაკარგულ ოჯახებს დაენიშნებათ პენსია.

001 002003 004
დეპუტატი მადლობას უხდის ყველა იმ უფლებამოსილ პირს, ვინც აღნიშნული ცვლილების მიღებაში წვლილი შეიტანა, პირველ რიგში, ქვეყნის პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ინიციატივაც იყო მარჩენალდაკარგული ქალბატონების დახმარება, ასევე ტყიბულის მაჟორიტარი მარჩენალდაკარგული ოჯახების სახელით მადლობას უხდის პრემიერმინისტრის ადმინისტარაციის უფროსს, მაია ცქიტიშვილს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ზაზა სოფრომაძეს და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ბატონ გიორგი კაკაურიძეს.

2007 წლის პირველ მარტს წართმეული რეგრესის პენსიების დაბრუნება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება გახლდათ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ტყიბულსა და ჭიათურაში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე გასცა.