51217608_2435240256546102_3599426741463941120_o

ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტი მარტში დასრულდება

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარეობს, რისთვისაც 300 ათასი ლარი იხარჯება. კონტრაქტის შესაბამისად სამუშაოებს შ.პ.ს. „ჯეოროუდ ინვესტი“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 14 ქუჩის, მათ შორის, ჩიხებისა და შესახვევების, ბეტონის საფარით კეთილმოწყობა ხდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები, სახელშეკრულებო ვადის თანახმად, გასულ წელს დაიწყო და 2019 წლის მარტში დასრულდება. დღეისათვის 5 მიმართულებით - სააკაძის, სოლომონ II-ის, დუმბაძის და ტყვარჩელის ორ სხვადასხვა ქუჩებზე გზის აღდგენა უკვე დამთავრებულია. ამჟამად, პროცესი ტყვარჩელის კიდევ ერთ და ჭელიშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგს პერმანენტულად ახორციელებს. იგი ამჯერადაც  ქალაქის შიდა გზების რეაბილიტაცით დაინტერესდა, ადგილზე მოინახულა განხორცილებული სამუშაოები და ადგილობრივ მოსახლეობასა და მეწარმეებს გაესაუბრა.

ნათია მურუსიძე