901

ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულზე ტყიბულში ომის მონაწილეები დაასაჩუქრეს

  ტყიბულში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 71-ე წლისთავი, ტრადიციულად, საზეიმო ვითარებაში, სამამულო ომის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის ბიუსტთან აღინიშნა. 

  სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, გამგებლის მოადგილეები: შალვა გაბრიაძე და გიორგი ლომთაძე, სხვადასხვა სამსახურების უფროსები, ომის ვეტერანები და სხვები.

  ხელმძღვანელმა პირებმა გრიგოლ გაბრიაძის ძეგლი ცოცხალი ყვავილებით შეამკეს. ისინი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის თანხლებით ომის იმ მონაწილეებს. რომლებმაც ზეიმზე მისვლა ვერ შეძლეს, სახლში ესტუმრნენ, 9 მაისი მიულოცეს და ტკბილეულით დატვირთული სასაჩუქრე კალათა გადასცეს.

  ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომის 12 მონაწილემ საქართველოს პრემიერმინისტრის განკარგულებით ფულადი ჯილდო 600 ლარის ოდენობით და ადგილობრივი თვითმმართველობისაგან 100 ლარი მიიღო.

მარი ბაბუხადია