გამგეობის სააქტო დარბაზში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, 2015-2016 სასწავლო წლის, 24 წარმატებულ კურსდამთავრებულს ოქროსა და ვერცხლის მედლები, საზეიმო ვითარებაში, გადასცა, რომელთა შორის 15 ოქროსმედალოსანია, ხოლო 9 კი - ვერცხლისა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ წარჩინებულნი ფულადი პრიზით, თითოეული - 100 ლარის ოდენობით, დაასაჩუქრა. საქართველოს პარლამენტის წევრმა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ სახელობითი სტიპენდია დაუნიშნა, ეროვნული გამოცდებში საუკეთესო შედეგით გამორჩეულ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს უჩა ჩიტიძეს.
ნანა რაზმაძე
1 კომენტარი “უჩა ჩიტიძე ელგუჯა გოცირიძის სტიპენდიანტი გახდა”
კომენტარები გამორთულია