215_6006_01.MP4.Still001

უფასო სამედიცინო აქცია საწირეში

 ტყიბულის მუნიციპალიტეტის საწირის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობა ადგილზე მიეცათ. ქუთაისის „კლინიკა ბომონდის“ მიერ განხორციელებული სამედიცინო აქცია სლოგანით - „ბომონდი შენი ჯანმრთელობისათვის,“ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. რვა სოფლის მცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ, 12 სხვადასვა პროფილის ექიმის მომსახურებით ესარგებლათ. ადმინისტრაციულ შენობაში კონსულტაციების მიღება შესაძლებელი იყო დერმატო-ვენოროლოგის, ოფთალმოლოგის, ექოსკოპისტის, პედიატრის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, უროლოგისა და ბავშვთა ქირურგის მიერ. ცალკეული დარგის სპეციალისტისაგან სამედიცინო მომსახურება სულ 200-მდე პაციენტმა მიიღო. როგორც კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი ტიპის აქციები იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში პერმანენტულად ტარდება და მის მიზანს სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს. „კლინიკა ბომონდი“ დასავლეთ საქართველოში დაარსებული პირველი კერძო დაწესებულებაა, რომელიც დაინტერესებულ პირებს სამედიცინო მომსახურების სრულ პაკეტს უახლესი აპარატურის მეშვეობით სთავაზობს.

  აქცია საწირეში დილიდანვე დაიწყო და განსაკუთრებული ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, კლინიკის წარმომადგენლებსა და პაციენტებს შეხვდა და გაესაუბრა.

ნათია მურუსიძე