ტყიბულში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

  მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით ტყიბულში უკვე მეორე წელია წყალსადენის სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც ოთხ მილიონ ლარს შეადგენს.

  ამჟამად სამუშაოები გამსახურდიას ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხორციელდება.

  მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, ტექნოლოგიური პროცესის დეტალებით დაინტერესდა და ადგილზე მისული კონტრაქტორი კომპანიის, „საბას,“ წარმომადგენელს გაესაუბრა. პროექტის ხანგრძლივობა 2 წელია, რის შედეგადაც ჩვენი მოსახლეობა 24 საათიან მაღალი ხარისხის სასმელ წყალს მიიღებს.

ნათია მურუსიძე

198 thoughts on “ტყიბულში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.