60432806_1032388256972343_1667532640493764608_n

ტყიბულში შუალედურ არჩევნებში რომან მაწკეპლაძემ გაიმარჯვა

  ცეესკოს წინასწარი მონაცემებით, 19 მაისს, ტყიბულში,  საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, 4 უბანზე მიღებული ხმებით, სულ დარეგისტრირებული 13 სუბიექტიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, რომან მაწკეპლაძემ, გაიმარჯვა. მან ხმების 63,23% (884 ხმა) მიიღო; დავით ლომიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციიდან“ - 28, 68% (401 ხმა), ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა - ავთანდილ ბრეგაძემ და მერაბ ყიფიანმა „მოძრაობა სოციალური სამართლიანობისათვის“ ხმების თანაბარი რაოდენობა 3,36% (47 ხმა) მიიღეს.

  ტყიბულის ქვედა ზონის N7, N8, N34 და N36 უბნებზე სულ დარეგისტრირებული 3563 მოქალაქიდან საკუთარი არჩევანი 1420-მა გააკეთა.