01

ტყიბულში „საქნახშირის“ მეშახტეები გაიფიცნენ

  „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი) ჯგუფში" საწარმოო პროცესი, 14 თებერვალს, მეშახტეთა გაფიცვის გამო შეწყდა. პროტესტის გამომხატველთა რაოდენობა 1 000 კაცამდეა. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების მომატებას მოითხოვენ.

  გენერალური დირექტორის, ვახტანგ ჩხეიძის, სახელზე შესულია ოფიციალური განცხადება მშრომელთა მოთხოვნათა შესახებ, რომელსაც 700 - მდე მუშა აწერს ხელს. მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციული შენობის წინ გაფიცულებთან მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი და საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილესთან ერთად, იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ ოფიციალურ პირებს და ასევე გაესაუბრნენ აქციის მონაწილეებს.
  მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საქნახშირის ხელმძღვანელობას ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
ნანა რაზმაძე
.005       004    011