სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის 140-მა კურსდამთავრებულმა შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი მიიღო. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, ანზორ აბშილავა, დიპლომების დეპარტამენტის უფროსი, ლია მსხალაძე, ადგილობრივი ინსტიტუტის დირექტორი, რევაზ ცნობილაძე, პედაგოგები და „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი) ჯგუფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მომავალი სასწავლო წლიდან სასწავლებელი საბაკალავრო ხარისხის სტუდენტებს მოამზადებს.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია