215_0385_01.MP4.Still001

ტყიბულში სამედიცინო მომსახურეობის სერვისი გაუმჯობესდება

თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი პოლიკლინიკის შენობა სამედიცინო კორპორაციამ,  ,,ევექსმა"  22 110 ლარად შეიძინა. მხარეთა შორის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით მემორანდუმი გაფორმდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და სამედიცინო კორპორაციის,  ,,ევექსის" ტყიბულის ჰოსპიტლის დირექტორმა, იური ელიაშვილმა ეს წარმატებული გარიგება ხელმოწერებით დაადასტურეს.

ნათია მურუსიძე<