ტყიბულში მეშახტის პროფესიული დღე მოკრძალებულად აღინიშნა

   ტყიბულში მეშახტის პროფესიული დღე ტრადიციულად ყოველ წელს, აგვისტოს ბოლოს, აღინიშნება. ჩვენს ქალაქში შახტში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებიდან გამომდინარე ეს დღე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ამჯერად, მასშტაბური და საზეიმო ღონისძიებების გარეშე, მოკრძალებულად, აღინიშნა.

    ტყიბულის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამღძვარმა, დეკანოზმა მამა იოანე (კობახიძემ), შახტში დაღუპულების სულთა მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. მას მრევლთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის, „საქნახშირის“ ადმინისტრაციის, სხვადასხვა სამსახურისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები, მეშახტეები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

     ამ დღესთან დაკავშირებით მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო ექსკურსია, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საგანგებოდ მეშახტის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით წარმოდგენილ შესაბამის ექსპონატებს.

    საგამოფენო დარბაზში შეკრებილი საზოგადოების დაინტერესებას იწვევდა თვალსაჩინოდ გამოფენილი მრავალფეროვანი ფოტომასალა, როგორც ჩვენი ქალაქის, ისე ქვანახშირის მრეწველობის განვითარებას უკავშირდებოდა. აქ მოწყობილი ფოტო-სტენდები ასახავდა ძველი ტყიბულის ხედებს, ქალაქის აღმშენებლობას, ქვანახშირის მოპოვებას, შახტების მშენებლობას და სხვ. ასევე, წარმოდგენილი იყო დამსახურებული მეშახტეების, იმ ცნობილი ადამიანებისა და საზოგადო მოღვაწეთა ფოტოები, რომელთაც ღვაწლი მოუძღვით ტყიბულში სასარგებლო წიაღისეულის აღმოჩენასა და სამთო მრეწველობის განვითარებაში. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობდა მეშახტის პროფესიასთან დაკავშირებული ძველი შრომის იარაღები, ნივთები თუ აღჭურვილობა, ქვანახშირისაგან მიღებული სხვადახვა ნაწარმის ნიმუშები, საინტერესო დოკუმენტები და ლიტერატურული მასალა.

  როგორც ვიცით, ძველად ტყიბული გაუვალ, დაბურულ ტყის გულში მდებარე პატარა სოფელი იყო. ცნობილია, რომ აქ ქვანახშირი 1825 წელს აღმოაჩინეს, მისი ექსპლუატაცია კი 1846 წლიდან  დაიწყო. მას შემდეგ მეშახტის საამაყო, გმირული პროფესია თაობიდან თაობას გადაეცემა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ  საუკუნენახევრის წინ აღმოჩენილმა წიაღისეულმა მისცა დასაბამი ტყიბულის დაარსებას და ის რესპუბლიკური მნიშვნელობის ძლიერ სამრეწველო ქალაქად გადააქცია.

  მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენელმა, ისტორიკოსმა, გიორგი წერეთელმა, დამთვალიერებელს ტყიბულის, როგორც ქალაქის, დაარსებისა და აქ ქვანახშირის საბადოს აღმოჩენიდან მოყოლებული დღემდე სამთო მრეწველობის განვითარების ისტორიის ეტაპები გააცნო.  მუზეუმში ღონისძიების ჩატარებისათვის სათანადო პირობების შექმნა კულტურის ობიექტების გაერთიანებამ უზრუნველყო.

  მაშახტის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, ქალაქის შემოსასვლელში მდებარე მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მარი ბაბუხადია

262 thoughts on “ტყიბულში მეშახტის პროფესიული დღე მოკრძალებულად აღინიშნა

  1. Unquestionably believe that that you stated. Your favorite justification seemed to be on the internet the easiest thing to be
    aware of. I say to you, I definitely get annoyed whilst folks consider
    concerns that they just don't realize about.
    You controlled to hit the nail upon the top as smartly as defined out the
    entire thing with no need side-effects , folks can take a signal.

    Will probably be back to get more. Thanks http://antiibioticsland.com/Augmentin.htm

  2. hello my lovely stopforumspam member

    Welcome to Grosvenor Casinos, where you can play a wide range of casino games, from slots to poker, blackjack, and roulette! There’s something for everyone here – become a member of the casino to have the best of online casino gaming. Our Sportbook offers a range of sports betting odds and is available for pre event or in play bets 24/7 and 365 days of the year. Whether you’re here for football tournaments or the latest betting odds for horse racing, Tennis, Golf, Cricket and even Rugby Union, you are covered.

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.