es

ტყიბულში „ეტალონი“ მოსწავლე ალექსანდრე ქასრაშვილი გახდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტმა ეროვნულ ინტელექტ - ჩემპიონატს „ეტალონს“ უმასპინძლა, რომლის მიზანიც ჩვენი საჯარო სკოლებიდან საუკეთესო მოსწავლის გამოვლენა იყო. კონკურსში თექვსმეტამდე სკოლის თითო წარმომადგენელი ჩაება. ორ ტურად ჩატარებული თამაშის შედეგად „ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“ მეექვსესკოლელი ალექსანდრე ქასრაშვილი გახდა. იგი მომავალი წლის მაისში თბილისში დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და დანარჩენ 81 კანდიდატთან ერთად „საქართველოს 2015 - 2016 წლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისათვის იბრძოლებს.

ნათია მურუსიძე