ტყიბულში ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო

  ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული 2016” უკვე მერვე წელია, რაც იმართება და მას ტრადიციულად მუნიციპალიტეტის თეატრის „ვერცხლის დარბაზი“ მასპინძლობს. ტურნირს ორგანიზებას საჭარდაკო კლუბი „ტყიბული,“ ტყიბულის, იმერეთისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციებთან ერთად უწევს. 75-მდე მონაწილე ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდა, მათ შორისაა, თერჯოლა, ამბროლაური, ხონი, სამტრედია, ბაღდათი, ლანჩხუთი, ქუთაისი, ქარელი, გორი და თბილისი. რაც შეეხება ტყიბულს, გათამაშებაზე ქალაქისა და ორპირის საჭადრაკო სკოლებიდან 20-მდე მოზარდი ასპარეზობს.
ფესტივალი ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება, სადაც 8, 10, 12 და 16 წლიანი გოგონები და ჭაბუკები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად მიმდინარეობს. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები I, II და III ხარისხის დიპლომებით, მედლებითა და ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდებიან. მათი მწვრთნელებიც საპრიზო თანხას მიიღებენ. ტურნირს მთავარ მსაჯობას იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი, ალექსანდრე არსენიძე, უწევს.

  ფესტივალის დახურვა 27 აგვისტოს მოხდება. 

 ნათია მურუსიძე

DSCN1564                  DSCN1572

1 კომენტარი “ტყიბულში ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი დაიწყო

  1. Уведомление: 1draughtsman

კომენტარები გამორთულია