333

„ტყიბულქალაქობის“ ზეიმი ახალი სკვერის გახსნით დაიწყო

  ,,ტყიბულქალაქობა 2016-ის“ აღსანიშნავად ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. დღესასწაული ახობაძის ქუჩაზე განახლებული სკვერის საზეიმო გახსნის ცერემონიალით დაიწყო. ამ დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ, აღსაზრდელთა მონაწილეობით, კონცერტი მიუძღვნა. რეაბილიტირებულ პარკში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, „CENN-ისა“ და ადგილობრივი გამგეობის ერთობლივად განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მარადმწვანე ხე-მცენარეების დარგვა განხორციელდა.

 სამხატვრო სკოლამ თეატრის წინ ნამუშევრების გამოფენა მოაწყო და მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მსმენელს მუსიკალური ნომრები შესთავაზეს.

  ღონისძიებებს ესწრებოდნენ: თერჯოლისა და ტყიბულის მიტროპოლიტი, მეუფე გიორგი (შალამბერიძე), იმერეთის მხარის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი და სხვა სტუმრები და ოფიციალური პირები.

მარი ბაბუხადია