123

„ტყიბულქალაქობაზე“ შვიდი საპატიო მოქალაქე დასახელდა

  „ეთნოგრაფიული სოფლისა“ და ოკრიბული სამზარეულოს წარმოდგენის შემდეგ, ახლადგახსნილ სპორტის სასახლეში, ყველასათვის საყვარელი და პოპულარული ანსამბლის, „ივერიის,“ კონცერტი შედგა. აუდიტორიას სცენიდან მიესალმა და სიტყვით მიმართა თერჯოლა-ტყიბულის ახლადარჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ.

  დღესასწაულის კულმინაციური მომენტი ტყიბულის საპატიო მოქალაქეების დასახელება იყო. ღირსეული ღვაწლისათვის ეს წოდება, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, მიენიჭათ - ლეო (ლევან) ჯიშიაშვილს, შოთა ჯინჯიხაძეს, უჩა დალაქიშვილს, რამაზ ობოლაძეს, ირაკლი ცირეკიძეს, თამაზ დვალსა და ბადრი არაბიძეს. ისინი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა, ხოლო კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, „CENN-ის,“ იმერეთის კოორდინატორმა, მაია კეზევაძემ, მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ნათია მურუსიძე