ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული 2016“ დასრულდა. ტურნირი 22 აგვისტოს მუნიციპალურ თეატრში გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო 80-მდე მოზარდი -8, 10, 12 და 16 წლამდე ასაკის გოგონები და ჭაბუკები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან.
ფესტივალზე გამოვლენილი გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი ფულადი ჯილდოებით, დიპლომებითა და მედლებით დასაჩუქრდნენ. ფულადი პრიზები გადაეცათ მათ მწვრთნელებსაც.
გათამაშებას მთავარ მსაჯობას საქართველოს ჭადრაკის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე, ალექსანდრე არსენიძე, უწევდა.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია