ტყიბულის მუნიციპალიტეტი „გვირილობის“ დღესასწაულზე ღირსეულად წარდგა

  სახალხო დღესასწაულის „გვირილობისა“ და „ქუთაისქალაქობის“ კვირეული 3 მაისს დაიწყო და ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება, სადაც გაიმართება კულტურული და სპორტული ღონისძიებები. ასევე, - სხვადასხვა კონცერტები და გამოფენები.

  პროგრამაში იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული მხატვრული შემოქმედებით, ეთნოგრაფიული კუთხითა და ტრადიციული ქართული სამზარეულოთი. „გვირილობა -2016-ის“ ზეიმზე იმყოფებოდნენ: ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, საპატიო მოწვევით, - „საქნახშირის“ გენერალური დირექტორი, ჯამბულატ ჯაყელი და სხვა წარმომადგენლები.

მარი ბაბუხადია 

კომენტარები გამორთულია