DSCN1038 copy333333

ტყიბულელთა ქველმოქმედება სტიქიით დაზარალებულებს

  13 ივნისს თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად მთელი საქართველო გაერთიანდა. ტყიბულელმა ახალგაზრდებმაც მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ამ საყოველთაო ქველმოქმედებაში. 17 დან 19 ივნისის ჩათვლით ქალაქის ცენტრში გაიშალა კარავი სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტანსაცმლის შესაგროვებლად. გარდა ამისა, აქციის ორგანიზატორებმა შემოწირულობის ყუთებით მთელი ქალაქი შემოიარეს და გარკვეული თანხაც შეაგროვეს.
22 ივნისს საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაწირი ყუთები გაიხსნა და კომისიამ, რომლის შემადგენლობაში ახალგაზრდები იყვნენ, შემოსული ფინანსები დათვალა. შეგროვებული თანხა სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება, ხოლო ნივთები და ტანსაცმელი საგანგებო მარშრუტით დედაქალაქში გაიგზავნება.

ნათია მურუსიძე