ტრენინგი „ახალგაზრდა მოგზაურთა ბანაკ - წეროების“ ფარგლებში

  ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში პროექტის „ახალგაზრდა მოგზაურთა ბანაკ - წეროების“ ფარგლებში ტურიზმის, ლაშქრობისა და სკაუტიზმის თემებზე ტრენინგი ჩატარდა.

  აღნიშნული პროექტი ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლების, ნიკა წიქრიძისა და მარიამ გაბრიაძის, ა.(ა).ი.პ ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორთან, თამარ ლაფერაძესთან, აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა. იგი დაფინანსდა არასამთავრობო ორგანიზაცია Iris Group – Managing Diversity-ის მიერ გამოცხადებული გრანტების კონკურსში მოპოვებული ფულადი სახსრებით, რომლის კურსდამთავრებული ნიკა წიქრიძეა და რომელმაც საგრანტო განაცხადი დაარეგისტრირა.

  „მოგზაურთა ახალგაზრდული ბანაკი - წეროები“ მიზნად ისახავს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით კლასგარეშე აქტივობებისა და პროგრამების შემუშავების წახალისებას; ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გამოვლენას, საზოგადოებისთვის უცნობი და საინტერესო ტურისტული ადგილების აღმოჩენას. მოსწავლეებისთვის სკაუტური და ლიდერული უნარ-ჩვევების გაცნობასა და ათვისებას; ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას; გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. სწორედ ჩამოთვლილი მიზნებიდან გამომდინარე პროექტი გარდა აღნიშნული ტრენინგებისა მოიცავს შემდეგ აქტივობებს: პრაქტიკულ მასტერკლასებს; ფილმების ჩვენებებს; ფოტო და ვიდეო ბლოგებს; დასუფთავების აქციებს; ლაშქრობებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე.

  ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ტყიბულის საჯარო სკოლების სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები.

  აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა სკაუტური ბანაკისთვის საჭირო სალაშქრო აღჭურვილობა და სხვა ნივთები: ჰამაკები, ქვეშაგებები, ფარნები, სამაგიდო თამაშები, სპორტული თამაშების ინვენტარი, მობილური ტრენინგებისთვის საჭირო მასალები და სხვა. ჩამოთვლილი ინვენტარი პროექტის დასრულების შემდეგ საჩუქრად გადაეცემა ა.(ა).ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებას. ღონისძიებები კამპანია „Choose Tkibuli - აირჩიე ტყიბული“-ს ფარგლებში ხორიცელდება და ეს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია. აქტივობები 2019 წელსაც გაგრძელდება.

IMG_3248+ IMG_3271+ IMG_3287+ IMG_3294+ IMG_3330+ IMG_3347+

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.