კავკასია3

სტუდენტთა საყურადღებოდ!


  შ.პ.ს. „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ აცხადებს მიღებას მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამების ორწლიან კურსზე. სწავლების მიზანია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც გააგრძელებენ ათასწლეულების მიღმა ჩამოყალიბებული ქართული ქვევრის ღვინის განვითარების ტრადიციებს.

  სტიპენდიანტი ისწავლის უფასოდ. სასწავლო კურსის დამთვრების შემდეგ იგი ვალდებულია, 3 წლის განმავლობაში იმუშაოს საკუთარ რაიონში.

  სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს.
ქართული მევენახეობა- მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე ჩასარიცხად კანდიდატს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთო სამაგისტრო გამოცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის უნივერსიტეტში სასწავლებლად განკუთვნილია ერთი ადგილი.

  დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტყიბულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში. ტელ. 595-77-98-53.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.