13295360_1098994830161730_716090079_n

სტიქიამ მდინარე „ტყიბულას“ კალაპოტი ჩახერგა

  ტყიბულში მოსულმა უხვმა ნალექმა, 30 მაისს, გვიან ღამით, მდინარე „ტყიბულას“ ადიდება გამოიწვია. რასაც მოჰყვა ქალაქის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე კალაპოტის საყრდენი ჯებირის დაზიანება და მრავალწლოვანი ალვის ხეების ნიადაგიდან მოთხრა.

ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული შესაბამისი სამსახურები, სამაშველო ჯგუფები და სათანადო ტექნიკა. დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს ჩახერგილი მდინარის ხეებისაგან გათავისუფლება, რათა ძლიერი წვიმის დროს არ მოხდეს მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.

ადგილზე იმყოფებიან: მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, თვითმმართველობის შესაბამის ორგანოთა წარმომადგენლები და შ.ს.ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები.

გამგეობის სტიქიის შემსწავლელი კომისიის მიერ მიმდინარეობს აღნიშნული ზარალის დადგენა, რომელიც შემდგომი რეაგირებისათვის სახელმწიფო სტრუქტურებს გადაეგზავნება, რათა დროულად მოხდეს აღდგენითი სამუშაოების განხორციელება.

მარი ბაბუხადია