01

სპორტის სასახლე იხსნება!

  20 სექტემბერს, 15 სთ-ზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული ობიექტის - სპორტის სასახლის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართება.

  საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნაგებობა ექსპლუატაციაში გასული საუკუნის 70-იან წლებში შევიდა. აქ იმართებოდა სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რაც საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პროპაგანდას ემსახურებოდა. 90-იანი წლების დასაწყისში სასახლე მიწისძვრისა და დიდთოვლობის გამო მწყობრიდან გამოვიდა და ორი ათეული წლის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩა.

  ახალი ხელისუფლების ინიციატივითა და ძალისხმევით მოხდა სპორტის სასახლის სრული რეაბილიტაცია, რომელიც 2013 წელს დაიწყო და მისი ღირებულება 2 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს. უმაღლეს სტანდარტებში კეთილმოეწყო ცენტრალური დარბაზი, ვიპ-ლოჟა, საშხაპეები, გარე და შიდა ინტერიერი. ოლიმპიური მასშტაბების მქონე ნაგებობა ხვალიდან ახალ სიცოცხლეს იძენს და ტყიბულისა და არამარტო ჩვენი ქალაქის სპორტსმენების სამსახურში ჩადგება.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობისათვის.

02 03 04