inventari

სპორტის სასახლე თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა

  ტყიბულის სპორტის სასახლე, 73 ათას 800 ლარის ღირებულების, თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის, ინვენტარით აღიჭურვა. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. კონტრაქტორმა კომპანიამ, შ.პ.ს „სპორტულმა სტრუქტურებმა,“ სასახლის ცენტრალურ დარბაზში წყვილი - კალათბურთის ფარი, 24 წამიანი „შოთ ქლოქი,“ ხელბურთის კარები და ელექტრო ტაბლო დაამონტაჟა.

  უკვე ერთი თვეა, რაც აქ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფიტნეს ჯგუფი და ორთქლის აბანო ფუნქციონირებს, მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, ამ სიახლეებს გაეცნო და სამონტაჟო სამუშაოები პირადად დაათვალიერა.

ნათია მურუსიძე