გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული, იმერეთის პირველობა კუნგ-ფუში ახლადრეაბილიტირებულ სპორტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა და კუნგ-ფუს სკოლამ გაუწიეს. შეჯიბრებაში 75-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, მოადგილესთან, შალვა გაბრიაძესთან ერთად, დაესწრო. გამარჯვებული წელსაც ტყიბულის სპორტული ცენტრის ნაკრები გახდა.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “სპორტის სასახლემ კუნგ-ფუში იმერეთის ჩემპიონატს უმასპინძლა”
კომენტარები გამორთულია