sobesi

სოცსააგენტოს სამხარეო წარმომადგენლების შეხვედრა გამგეობაში

  სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რობიზონ გვენეტაძესთან ერთად, გამგებლის მოადგილეებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებსა და სოცსააგენტოს ტყიბულის განყოფილების თანამშრომლებს შეხვდა. 

  პრეზენტაციის მიზანი იყო, სამხარეო სააგენტოს წარმომადგენლებს მოესმინათ და შეესწავლათ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება. აღინიშნა რომ მსგავსი შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვანია, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ასევე, პრობლემების აღმოფხვრის კუთხით.

მარი ბაბუხადოა