„სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში,“ - ამ სახელწოდების პროექტი ხორციელდება ტყიბულში ჩეხური არაკომერციული ორგანიზაციის, „ადამიანი გაჭირვებაში,“ მიერ.
მათ ტყიბულის ადგილობრივ თვითმმართველობასთან გაფორმებული აქვთ ურთიერთგაგების მემორანდუმი. მრჩეველთა საბჭომ, რომლის საქმიანობამაც ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივ დონეზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, რიგით მეორე შეხვედრა მოაწყო. დაიგეგმა ფოკუს ჯგუფებთან კვლევის ჩატარების სტრატეგია.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “სოციალური პროექტის მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრა”
კომენტარები გამორთულია