„სახალისო ფეხბურთი ღია სკოლების“ პროექტის ფარგლებში

  „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ პროექტის ფარგლებში სპორტის სასახლეში მორიგი საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა. აქტივობაში ჩართული იყო 90 მონაწილე, მათგან 80- საფეხბურთო კლუბ „მეშახტის“ აღსაზრდელი, ხოლო 10-მუხურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გოგონა.

აღნიშნული ღონისძიებები ჩვენს მუნიციპალიტეტში წინა წლებშიც ჩატარდა, წელს კი ის მეორედ გაიმართა.

  პროექტის მიზანია, გასართობი თამაშებისა და პედაგოგიური „სახალისო ფეხბურთის კონცეფციის“ საშუალებით მოხდეს ხელშეწყობა მშვიდობის, დემოკრატიის, სტაბილურობის, სოციალური ურთიერთობის, მეგობრობისა და სპორტული თანამშრომლობის პროცესის განვითარებისა საქართველოში და, ამავე დროს, წარმოაჩინოს მასობრივი ფეხბურთის ძირითადი პრინციპები.

  პროგრამის პრინციპი მდგომარეობს არა ნიჭიერ მოთამაშეთა მომზადებასა და დახვეწაში, არამედ,-  ბავშვებს გადაეცეთ ბურთით თამაშის მდიდარი და სასარგებლო გამოცდილება მომავალში ფეხბურთისათვის პერსპექტიული მოთამაშეების შერჩევისა და მათი ნიჭის შემდგომი განვითარებისათვის.

  ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და საფეხბურთო კლუბ „მეშახტის“ ორგანიზებით მოეწყო. მასში ჩართულნი იყვნენ ამავე კლუბის მწვრთნელები.

მარი ბაბუხადია

IMG_4156 IMG_4172 IMG_4178 IMG_4180 IMG_4205 IMG_4212 IMG_4222

კომენტარები გამორთულია