„საჭადრაკო ფესტივალი ტყიბული - 2018 ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

   „საჭადრაკო ფესტივალი ტყიბული - 2018“ დასრულდა. შეჯიბრება ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო 80-მდე, 8, 10 და 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში გადანაწილებული, მოასპარეზე, როგორც გოგონა, ისე ვაჟი.

   სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იმერეთის, რაჭის, შიდა ქართლის, გურიისა და კახეთის რეგიონებისა და დედაქალაქის წარმომადგენლები.

  ფესტივალის დახურვის დღეს გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები. დამწყებ მოჭადრაკეთა შორის ასპარეზობაში, პირველი ადგილი, სკოლამდელი ასაკის მონაწილემ, დავით გოლოძემ (ტყიბული), 8 შესაძლებლობიდან 8 ქულით, მოიპოვა.

   8 წლამდე ასაკში გოგონათა შორის   I, II და III ადგილები თანაბარი ქულების გამო (7 შესაძლებლობიდან 6 ქულა) კოეფიციენტების მიხედვით გადანაწილდა და გამარჯვებული ბარბარე აშოთია (ქუთაისი) გახდა,  ვაჟებში კი, დათა ყალაბეგაშვილი - (გურჯაანი) 7 შესაძლებლობიდან 7 ქულით.

  10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის I ადგილზე - ვერონიკა ტყეშელაშვილი (ქუთაისი), 5,5 ქულით, ხოლო ვაჟებში  ოთარ სესიკაშვილი (ქუთაისი), ასევე, 5,5 ქულით, გავიდნენ.

   12 წლამდე ასაკში გოგონებიდან I ადგილის მფლობელი - მარიამ ჩხაიძე (ლანჩხუთი), 5,5 ქულით, ვაჟებიდან კი, მათე სილაგაძე (ხონი),  6,5 ქულით, გახდნენ.

    ხოლო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღია ტურნირში 14 წლიან მოჭადრაკეებში, დებულების მიხედვით, მხოლოდ I ადგილები გამოიყო, რომლებიც თამარ გაბრიაძემ (ქუთაისი) და ზურაბ გონგლიაშვილმა (გორი) მიიღეს.

   ასევე, ღია ტურნირში ქალთა შორის  - თამარ ესაძემ (ქუთაისი),  4,5 ქულით, ხოლო მამაცაკებში ლევან ბაბუხადიამ  (ტყიბული),  6 ქულით, გაიმარჯვეს.

  გამარჯვებულები და ასევე, II და III საპრიზო ადგილების მფლობელები ფულადი პრიზებით, თასებითა და დიპლომებით საზეიმო ვითარებაში დასაჩუქრდნენ. ფულადი ჯილდოები გადაეცათ ფესტივალზე გამოვლენილ მწვრთნელებსაც. სიგელი მიიღო ყველაზე ნორჩმა მოჭადრაკემ, გაბრიელ გაბადაძემაც.

  ტურნირი საქართველოს, იმერეთისა და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრებას მთავარ მსაჯობას საერთაშორისო არბიტრი, ალექსანდრე არსენიძე, უწევდა.

მარი ბაბუხადია

1 კომენტარი “„საჭადრაკო ფესტივალი ტყიბული - 2018 ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

  1. Уведомление: 1sanitation

კომენტარები გამორთულია