საცურაო აუზზე სეზონი გაიხსნა და სასწავლო ტრადიცია აღდგა

  ტყიბულის საცურაო აუზმა, 5 წლიანი პაუზის შემდეგ, ფუნქციონირება განაახლა. აქ ერთ კვირაზე მეტია, ადგილობრივები თუ ქალაქის სტუმრები გრილდებიან და ირუჯებიან. პატარებისათვის ცურვის სასწავლო გაკვეთილები აღდგა, სადაც ერთსაათიანი მეცადინეობა ერთი ლარი ღირს. ასეთივე გადასახადია მოყვარულთათვისაც. აქვე ხელმისაწვდომია აბონემენტის შეძენა , რომლის ღირებულება თვეში 20 ლარს შეადგენს.

  განახლებული სპორტული ნაგებობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, მოადგილეებთან ერთად მოინახულა. აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტის რეაბილიტაცია 2014-15 წლებში 314 ათას 245 ლარი დაჯდა.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.