7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია და კომპანია ,,ვანდერლენდი", თამარ სოხაძის ხელმძღვანელობით, პატარებს დაუვიწყარ საღამოს აჩუქებენ. ტყიბულელ ბავშვებს საახლწლო განწყობას შეუქმნიან და მათ გართობაზე იზუნებენ ანიმაციური გმირები, „სანტაკლაუსი“ და „ფიფქია“, მოსიარულე „დრამერები“, „ოჩოფეხები“,“ ჯამბაზები“, ბაჭიები, დათუნიები, პრინცესები, „პეპა გოჭი“ და „ელფები“, რომლებიც მუნიციპალიტეტის თეატრთან 15 საათიდან გამოჩნდებიან და ქალაქში პატარებთან ერთად სადღესასწაულო მსვლელობას მოაწყობენ. მოგვიანებით, მათი მონაწილეობით, ღონისძიებაც გაიმართება, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა სანახაობით. „ჯადოსნური“ დღე ცეცხლოვანი შადრევნების, ფერადი ფანტელების, ბუშტებისა და ფოიერვერკის ფონზე დასრულდება. დასწრება თვისუფალია. გთხოვთ, მობრძანდეთ!
კომენტარები გამორთულია