საქნახშირის ადმინისტრაცია გაფიცულ მეშახტეებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 23 თებერვლის შეხვედრა, რომელიც „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ჩხეიძემ, დააანონსა, ჯერ არ შემდგარა. ფართომასშტაბიანი მიტინგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, კარლო ლომაძის მოედანზე, დღის 12 საათზე დაიწყო. საპროტესტო აქციაზე საქართველოს პარლამენტის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილიც მივიდნენ. მათ სიტყვით მიმართეს გაფიცულებს და მხარდაჭერა გამოუცხადეს სამართლიან მოთხოვნებში.
აქციას ზესტაფონისა და ჭიათურის მუშათა პროფკავშირების წარმომადგენლები, სტუდენტური მოძრაობის წევრები თბილისიდან და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები შეუერთდნენ. საგაფიცვო კომიტეტის აქტივისტთა თქმით, მიტინგის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით მინდელის სახელობის შახტის ტერიტორიაზე გადაინაცვლებენ და ადმინისტრაციის პასუხისმგებელ პირებს სათანადო გამოხმაურებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
ნანა რაზმაძე
კომენტარები გამორთულია