19024617_1446184525442757_1556229452_o

საქართველოს ჩემპიონები „კუნგ–ფუ–ფაიტინგში"

  საქართველოს „კუნგ-ფუს ეროვნული ფედერაციის“ ორგანიზებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც თითქმის ყველა რეგიონის  122 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.ტყიბულიდან ტურნირზე მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის კუნგ-ფუს სკოლის 4 და „ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლის" 14 სპორტსმენი ასპარეზობდნენ. მათ 12 - I, 2 - II  და 2 - III ადგილები მოიპოვეს. „საქართველოს პირველობა კუნგ-ფუ ფაიტინგში'' ტყიბულელმა სპორტსმენებმა, 15 კლუბს შორის, გუნდური I ადგილი აიღეს. ჩემპიონები ტურნირისთვის მწვრთნელებმა, ოლეგ ფანჩულიძემ, ლევან კუბლაშვილმა და ლაშა ცქიფურიშვილმა, მოამზადეს.

ნანა რაზმაძე