საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამის, „საქართველოს მოხალისეს,“ განხორციელებას, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა. ამ პროგრამაში ჩართულია ტყიბულის მუნიციპალიტეტიც, რომლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მისი პოპულარიზაცია, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პროპაგანდა.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში, კონკურსის საფუძველზე, შეირჩევა 128 მოტივირებული 17-დან - 25 წლამდე, მოხალისე, მათ შორის 2 - თითო მუნიციპალიტეტიდან. ისინი ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის" სტატუსს და ივნისის თვეში გაივლიან მოხალისეობის თემასთან დაკავშირებულ მოსამზადებელ ხუთდღიან ტრენინგ-სემინარს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 20 აპრილიდან - 20 მაისამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ მისამართზე: http://youth.gov.ge/home
მსურველებს შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 595 90 71 64.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
კომენტარები გამორთულია