galaqtioni03

საქალაქო კონკურსი გალაკტიონის იუბილეს მიეძღვნა

  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულმა სალონმა გალაკტიონ ტაბიძის 125 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოს უმასპინძლა. მასში ჩართული იყო ტყიბულის ექვსივე საჯარო სკოლის, როგორც დაწყებითი, ასევე, მაღალი კლასის მოსწავლეები. შემოქმედებითი საღამო მხატვრული კითხვის საქალაქო კონკურსის ფორმატში ჩატარდა. ჟიურიმ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და სასახლის დირექციამ ისინი სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა.

მარი ბაბუხადია