საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი ტყიბულში მოძრავი თამაშებით (მხიარული სტარტები) დასრულდა. შეჯიბრება სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც ერთმანეთს მუნიციპალიტეტი საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ, ასპარეზობაში მონაწილეობა, როგორც ქალაქის - №6, №4 და №7, ისე სოფლების - გელათის, კურსების, ორპირის, საწირის სკოლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
დებულების თანახმად თითოეული გუნდის შემადგენლობა 14 წევრით, აქედან 12 მოზარდითა და 2 უფროსით (პედაგოგი ან მშობელი) იყო დაკომპლექტებული. თამაშები აზარტულად, მხიარული შეძახილების ფონზე, მიმდინარეობდა.
ფინალში ერთმანეთს გელათისა და ორპირის საჯარო სკოლები შეხვდნენ, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელმა მოიპოვა. ორპირის გუნდი ოლიმპიადის ფარგლებში, 8 სხვადასხვა სახეობაში მუნიციპალურ ეტაპზე გამარჯვებულებთან ერთად, 14 თებერვლიდან მონაწილეობას რეგიონალურ თამაშებში მიიღებს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორი ტყიბულში მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურია.
ნათია მურუსიძე
1 კომენტარი “სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა”
კომენტარები გამორთულია