სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული N5 სკოლის ფრენბურთელები გახდნენ

  2015 - 16 წ.წ-ის სასკოლო ოლიმპიადაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული კოლექტივები აქტიურად ჩაერთვნენ. ადგილობრივ გუნდებს შორის შეხვედრა, ფრენბურთში, N5 საჯარო სკოლის სპორტდარბაზში გაიმართა. N1 საჯარო სკოლასთან დაძაბულ ფინალურ მატჩში მასპინძელი სკოლის გუნდმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია