სარეაბილიტაციო სამუშაოები საწირის საბავშვო ბაღში

  საწირის საბავშვო ბაღი განახლდა. აღნიშნულ შენობაში სააღმზრდელო პროცესი უკვე 10 წელია, რაც მიმდინარეობს. დღეისათვის აქ 40 ბავშვისათვის 2 ჯგუფი ფუნქციონირებს, მაგრამ ფართი მათთვის არასაკმარისი იყო. ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 ათას 750 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული დატვირთვა და სივრცის ათვისება მოხდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ოთახს. მოწესრიგდა სანიტარული კვანძი, მოეწყო ახალი სამზარეულო, ბავშვთა აქტივობისა და სასაწყობე ოთახები. ბაღში მთლიანად დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. მოწესრიგდა დაწესებულებამდე მისასვლელი ტერიტორია, მათ შორის, კიბის ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ჯი პი კომპანი“ ასრულებს. ამ ეტაპისათვის დარჩენილია იატაკის მოწყობა. ხელშეკრულების შესაბამისად კომპანიას საკონტრაქტო ვადა იანვრის ბოლოს ეწურება.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საწირეში ბაღის შენობა დაათვალიერა, სარემონტო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და ადმინისტრაციასა და პედაგოგებს გაესაუბრა.

ნათია მურუსიძე

1 კომენტარი “სარეაბილიტაციო სამუშაოები საწირის საბავშვო ბაღში

  1. Уведомление: 1prerequisite

კომენტარები გამორთულია