samxatvro

სამხატვრო სკოლაში კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

სამხატვრო სკოლის გალერეაში 2015 წლის თოთხმეტი კურსდამთავრებულის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სადაც გრაფიკის, ფერწერის, ქანდაკებების, გამოყენებითი ხელოვნების, თექისა და ბატიკის ნიმუშები იქნა წარმოდგენილი.

სკოლის დირექტორმა მირზა ჭელიშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს მოსწავლეები ტიხრულ მინანქარზე მუშაობას შეისწავლიან.

მარი ბაბუხადია