ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ახალგაზრდული საბჭოს წევრები: ანი კახიძე, ლილე გაბადაძე და გიორგი კაკაბაძე „მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის, „FLEX-ის“ გამარჯვებულები გახდნენ.
ისინი ერთი აკადემიური წლის მანძილზე ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ იქაური მასპინძლის ოჯახში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ეს ფაქტი უპრეცედენტოა: ჩვენს ქალაქს სამი გამარჯვებული ჰყავს ერთი, N6 საჯარო, სკოლიდან. ფინალისტი მოსწავლეები შტატებში გამგზავრებამდე ტრენინგებს გაივლიან და უკეთ მოემზადებიან უცხოეთში სწავლებისა და ცოდნის გაღრმავებისათვის.
გასული წლების განმავლობაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან, არაერთი კონკურსანტი გახდა ამ პროგრამის მონაწილე, რაც შემდგომში მათი წარმატების საწინდრად იქცა.
ვულოცავთ მათ ამ აღიარებას და ვუსურვებთ, უფრო დიდი გამარჯვებებით ეამაყოთ!

კომენტარები გამორთულია