საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საარჩევნო-სააგიტაციო თემატიკას შეეხებოდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ ორგანოს ხელმძღვანელი, თამაზ კუბლაშვილი, უძღვებოდა. დღის წესრიგი ორ საკითხს მოიცავდა. ორივე განკარგულების პროექტი 2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და ქალაქის, თვითმმართველი თემის მერის არჩევნებთან დაკავშირებულ აგიტაციას შეეხებოდა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების ღონისძიების გამართვის მიზნით უსასყიდლოდ გამოიყო კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობები. ასევე, განისაზღვრა სააგიტაციო მასალების გაკვრისა და განთავსებისათვის ნებადართული შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, როგორც ქალაქის, ისე თემებისა და სოფლების ტერიტორიაზე. კანონის შესაბამისად აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება N57-ე ტყიბულის საოლქო-საარჩევნო კომისიასა და თითოეულ სუბიექტს

საკრებულომ ორივე პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი

 

DSCN2134 DSCN2141 DSCN2147

 ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია