ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ მორიგ სხდომას საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი წარმართავდა. დღის წესრიგის მიხედვით წარმოდგენილი ორი საკითხი შესაბამისი წინადადებებისა და კორექტირებების გათვალისწინებით დამტკიცდა.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოადგილემ მანული გაბრიჭიძემ წარმოადგინა, ხოლო ჰიდროფობიის, იგივე ცოფისა და მაწანწალა ძაღლების სტატისტიკურ ანალიზზე მოხსენება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა მადონა ქასრაძემ გააკეთა.
ნანა რაზმაძე
1 კომენტარი “საკრებულოს სხდომა”