საკრებულომ წარმოდგენილი 9 საკითხიდან 8 პროექტი დაამტკიცა

  სააქტო დარბაზში გამართულ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, წარმართავდა, დეპუტაციის წარმომადგენლობამ გეგმიურ 9 საკითხს უყარა კენჭი და ერთი არ დაამტკიცა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გვენეტაძემ,  2016 წლის ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

  მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე, 2015 წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარდგა საკრებულოს წინაშე.

  ხმათა უმრავლესობით მიღებულ და დამტკიცებულ იქნა  8 საკითხი, ხოლო 9-ე, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხის მიღებას შეეხებოდა, საკრებულოს მომავალ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.

ნანა რაზმაძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.