საკრებულომ პროგრამული ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე ორგანოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, უძღვებოდა. დღის წესრიგით მხოლოდ ერთი საკითხი იქნა განხილული, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გვენეტაძემ, წარმოადგინა. მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამულ ბიუჯეტში საჭირო გახდა გარკვეული ცვლილებების შეტანა. კერძოდ, შემცირდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი ტრანსფერი 42,2 ათასი ლარით, ასევე, 40,0 ათასი ლარი მოაკლდა გამგეობის არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლს და შესაბამისად გაიზარდა კომუნალური გაერთიანების სუბსიდირება და სპორტისა და დასვენების ობიექტების არაფინანსური აქტივების მუხლი, რომლის შედეგადაც დაიწყება მინისტადიონის მშენებლობა ჩხეიძის ქუჩაზე. 6 ათასი ლარით განისაზღვრა ინდივიდუალური დახმარების პროგრამის დაფინანსება, თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივითა და სხდომის წევრების ერთობლივი მხარდაჭერით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნული თანხა გადაეცეს კომუნალურ გაერთიანებას, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. 3 ათასი ლარი კი მოხმარდება საწირის საბავშვო ბაღს სარემონტო სამუშაოებისათვის. გარდა ამისა, 8 ათასი ლარი სოციალური სამსახურის ახალშობილთა  დაფინანსების პროგრამიდან ინდივიდუალური დახმარების პროგრამაზე გადამისამართდა.

ნათია მურუსიძე

DSCN2119DSCN2123

კომენტარები გამორთულია