ssakrebulo

საკრებულომ გამგეობის ერთი წლის ანგარიში შეაფასა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მიმდინარე წლის, რიგით მეხუთე სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ ორგანოს თავმჯდომარე, თამაზ კუბლაშვილი, უძღვებოდა. დღის წესრიგით 7 საკითხის განხილვა განისაზღვრა, რომელთა შორის პირველი - გამგეობის 2016 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში იყო. იგი დეპუტაციას მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, წარუდგინა. მოხსენება გააკეთეს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმაც. საკრებულომ ყველა წარმოდგენილ პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

ნათია მურუსიძე