ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, ტყიბულის სპორტის სასახლეში, სულიკო თორთლაძის სახელობის თასზე, იმერეთის რეგიონის საკალათბურთო ოლიმპიური ფესტივალის ნახევარფინალური და ფინალური თამაშები, სადაც ერთმანეთს ქუთაისის, ხონის, საჩხერისა და ტყიბულის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. III საპრიზო ადგილი, ანგარიშით 67 : 65, ტყიბულის სპორტული ცენტრის კალათბურთელებმა დაიკავეს. ჩემპიონი ქუთაისის ნაკრები გახდა, რომელსაც გარდამავალი თასი გადაეცა, II ადგილზე კი, ხონის სპორტსმენები გავიდნენ.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია