215_0599_01.MP4.Still071111

საზეიმო კონცერტი თერჯოლაში ელგუჯა გოცირიძის გამარჯვებას მიეძღვნა

  თერჯოლის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ღია ცის ქვეშ, პოპულარული ქართველი მომღერლების მონაწილეობით, საზეიმო კონცერტი გაიმართა, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ელგუჯა გოცირიძის, გამარჯვებას მიეძღვნა.

  ღონისძიება ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და მაყურებელთა შორის ახალგაზრდები ჭარბობდნენ. ორსაათიანი პროგრამა ელექტრონული მუსიკის თანხლებით გვიანობამდე გაგრძელდა.

ნათია მურუსიძე